Image

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ - ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა

ექსპერტიზის სამმართველომ, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI- ტექსტილის ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო ტესტირებაში მიიღო მონაწილეობა

ექსპერტების მიერ ტესტირების ფარგლებში განისაზღვრა:

სხვადასხვა სახეობის ქსოვილის ბოჭკოვანი შემადგენლობა;

იდენტიფიცირდა ობიექტზე არსებული უცხო ბოჭკოების მიკრონაწილაკების სახეობები;

დადგინდა ობიექტზე არსებული ბოჭკოების მიკრონაწილაკების წარმომავლობა;

მოხდა მიღებული შედეგების შეფასება და ინტერპრეტირება.

ლაბორატორიათშორის ტესტირებაში მონაწილეობდა მსოფლიოს 43 წამყვანი ლაბორატორია. მიღებული შედეგები სტატისტიკურად დამუშავდა ENFSI- ტექსტილის ჯგუფის მიერ და წარმოდგენილი იქნა საბოლოო ანგარიში, რომლის მიხედვითაც ბიურომ თითოეული პარამეტრის როგორც კვლევით, ასევე შედეგების შეფასების და ინტერპრეტაციის ნაწილში აჩვენა უმაღლესი შედეგი, რითაც დაადასტურა მის მიერ მიღებული შედეგების მაღალი სიზუსტე, უტყუარობა და სანდოობა.

ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის ლაბორატორიამ კიდევ ერთხელ ღირსეული ადგილი დაიკავა როგორც ამერიკულ, ასევე წამყვან ევროპულ ლაბორატორიებს შორის.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის სამმართველო საქართველოში ტექსტილის ანალიზის სფეროში ერთადერთი ISO 17025“- მიხედვით აკრედიტირებული ლაბორატორიაა, რომლის საქმიანობა მთლიანად ემყარება საერთაშორისო სტანდარტებს.