Image

ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ყოჩიაშვილმა სომხეთში, ქალაქ ერევანში, საერთაშორისო რეგიონულ კონფერენციაში, თემაზე „Forensic DNA Database Development Programs", მიიღო მონაწილეობა, რომელიც სასამართლო დნმ-ის მონაცემთა ბაზის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ფორმირებას მიეძღვნა. 

„GTH DNA” (აშშ) და „Eura DNA” - ევროპის უმაღლესი სასამართლო დნმ რესურსის (EU) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას აღმოსავლეთ ევროპის და აზიის ქვეყნების წამყვანი საექსპერტო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც ორი დღის განმავლობაში გამართული კონფერენციისა და ვორქ შოფების ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი საკონსულტაციო ორგანიზაციების, კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ინტერპოლის) ექსპერტებთან ერთად, ნინო ყოჩიაშვილმა წარადგინა მოხსენებები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა „დნმ მონაცემთა ბაზის პროგრამა და მისი მართვის მექანიზმები“; „ძვლების დნმ“ და „უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა იდენტიფიკაცია“. 

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კონფერენცია უკვე მეორედ გაიმართა, ხოლო პირველს, 2023 წელს, უმასპინძლა საქართველომ, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უშალო ჩართულობით.