Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული კიდევ 12 მეომერის ნეშტი გადაეცა ოჯახის წევრებს.

ოჯახებთან შეხვედრას ესწრებოდა ბიუროს უფროსის მოადგილე გიორგი მურვანიძე, რომელმაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელთან ანიეს ქოთუსთან და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან თეა ახვლედიანთან ერთად სამძიმარი გამოუცხადა დაღუპული მეომრების ოჯახებს და მადლობა გადაუხადა სამშობლოსთვის გაწეული თავდადებისთვის. 

აფხაზეთში და სამაჩაბლოში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა იდენტიფიცირების პროცესი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით 2014 წლიდან ხორციელდება და მის სრულ დასრულებამდე გაგრძელდება.