
ფასდაუდებელია მისი დამსახურება საქართველოში სასამართლო ექსპერტიზის განვითარების საქმეში. სწორედ ლევან სამხარაულის ხედვითა და ძალისხმევით, 2004 წელს საექსპერტო სფერომ განიცადა ფუნდამენტური ტრანსფორმაცია. მისი ინიციატივით, ქვეყანაში არსებული ცალკეული საექსპერტო ლაბორატორიები გაერთიანდა და ჩამოყალიბდა, როგორც ერთიან სისტემაში მოქცეულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, თანამედროვე საექსპერტო დაწესებულებად