სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ „დასაქმების ფორუმი - 2023“ მიიღო მონაწილეობა. მასშტაბური ღონისძიება, საქართველოში მოქმედ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან პარტნიორობით, ყოველწლიურად იმართება და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს მათთვის საინტერესო სამუშაოს სთავაზობს.
წელს 100 - ზე მეტმა სახელმწიფო და კერძო კომპანიამ, დაინტერესებულ ახალგაზრდებს 1000 -ზე მეტი ვაკანსია და ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამები შესთავაზა. სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა უშუალოდ დამსაქმებლისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია არსებული ვაკანსიების შესახებ და კონსულტაციის გავლის შემდეგ, დასაქმების მსურველებმა განაცხადებიც ადგილზე შეავსეს.
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ექსპერტიზის მიმართულებით, რეგიონში ლიდერი ორგანიზაციაა, სადაც 500 -ზე მეტი დასახელების ექსპერტიზა ტარდება. ბიუროს მრავალმხრივი საქმიანობის სფერო, საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, იმუშაონ საერთაშორისო სტანდარტის ლაბორატორიებში და შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება მიიღონ მაღალკვალიფიციური ექსპერტებისგან.