სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა, ბიუროს თანამშრომლებთან ერთად, თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ბენეფიციარების დასახმარებლად, სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა. ცენტრალური ოფისის პარალელურად, ბიუროს თანამშრომლებმა სისხლი ჩააბარეს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში. ხოლო, უახლოეს პერიოდში აქციაში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტები.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, უკვე მრავალი წელია აქტიურად ერთვება აღნიშნულ აქციაში, ვინაიდან თითოეული ადამიანის გაღებული სისხლი სამი ბავშვის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენის საწინდარია.