2023 წლის პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანანურის საჯარო სკოლის ზედა საფეხურის მოსწავლეებს უმასპინძლა. მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ბიუროს საქმიანობის შესახებ, დაათვალიერეს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური, დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის ლაბორატორიები, გაეცნენ ექსპერტიზის სახეობებს, მათი ჩატარების სპეციფიკას და ექსპერტებისგან, მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს ბიუროსგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.