Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის სამმართველოს და საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის, კომპიუტერული ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტებმა, მონაწილეობა მიიღეს ENFSI-ს ეგიდით, გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის მიერ ორგანიზებულ 2022 წლის პროფესიულ ტესტირებაში. 
დავალება მიზნად ისახავდა დაზიანებული ვიდეოჩანაწერების აღდგენას. ტესტირებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ევროპის მხოლოდ 11-მა საექსპერტო ლაბორატორიამ, ხოლო  დავალების  შესრულება შეძლო მხოლოდ 6-მა ლაბორატორიამ: ლონდონის, ნიდერლანდების, რუმინეთის, შვედეთის, ფინეთის და მათ შორის საქართველოდან ბიუროს ექსპერტებმა წარმატებით გაართვეს თავი არსებულ დავალებას და მოახერხეს, როგორც ვიდეო, ასევე აუდიო მონაცემების აღდგენა. 
ბიუროს საექსპერტო დანაყოფები რეგულარულად მონაწილეობენ საექსპერტო დაწესებულებების ევროპული ქსელის ENFSI-ს მიერ ორგანიზებულ პროფესიულ ტესტირებებში და ყოველ ჯერზე მოწინავე შედეგებით გამოირჩევიან, რაც ცხადყოფს, რომ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო არის ევროპული საექსპერტო დაწესებულებების ერთიანი ქსელის სრულუფლებიანი და წარმატებული წევრი.