2022 წლის 16 დეკემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილემ გიორგი მურვანიძემ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
მისასალმებელ სიტყვაში ბიუროს უფროსის მოადგილემ ისაუბრა საექსპერტო საქმიანობის მნიშვნელობაზე კრიმინალთან ბრძოლის, დანაშაულის გახსნის და სხვადასხა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების გადაჭრის დროს, წარმატებებზე, რომელსაც ბიურომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია და ასევე იმ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე, რომლის წინაშეც დგას საექსპერტო სფერო საქართველოში.
კონფერენციას ორგანიზება გაუწია უკრაინის იუსტიციის სამინისტროს, კიევის სასამართლო ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა, რომელსაც საქართველოს გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების 350-ი წარმომადგენელი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო მეცნიერებათა აკადემიის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.