Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში გამართულ „დასაქმების ფორუმი 2022“ -ში  მიიღო მონაწილეობა
დასაქმების ფორუმში ბიუროს გარდა მონაწილეობა მიიღო საქართველოს შრომის ბაზარზე მოქმედმა საერთაშორისო და ადგილობრივმა კერძო და სახელმწიფო კომპანიებმა. 
ბიურო ექსპერტიზის დარგში ლიდერი დაწესებულებაა მთელი რეგიონის მასშტაბით, სადაც 500 -ზე მეტი დასახელების ექსპერტიზა ტარდება. საქმიანობის ფართო სპექტრი, საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს დასაქმდნენ ბიუროში, იმუშაონ საერთაშორისო სტანდარტის ლაბორატორიებში და შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება მიიღონ მაღალკვალიფიციური ექსპერტებისგან. 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა, მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა, ასევე კურსდამთავრებულებმა ბიუროს წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს ბიუროს საქმიანობის, არსებული ვაკანსიების და სტაჟირების პროგრამების შესახებ. დაინტერესებულ ახალგაზრდებს სასურველი ვაკანსიის შესახებ განაცხადის შევსების შესაძლებლობა ადგილზევე მიეცათ.