სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ავტოპარკი განაახლა. „რენო სანდერო“ მარკის 10 , „მიცუბიში L200” მარკის 4 და „რენო დასტერის“ მარკის 2 ავტომობილი, თბილისის და რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტებს გადაეცათ.
ავტოპარკის განახლების მიზანია ბიუროს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ექსპერტებისთვის უკეთესი სამუშაო გარემოს შექმნა.
500-ზე მეტი სახეობის ექსპერტიზა, ხელმისაწვდომი ტარიფები, მაღალკვალიფიციური კადრები, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტის აპარატურა, გამარტივებული მომსახურება და დანერგილი ხარისხის სისტემა კვლევის შედეგების სიზუსტეს და დამკვეთის ნდობას განაპირობებს.