2022 წლის მარტის თვეში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველომ მონაწილეობა მიიღო პროფესიულ ტესტირებაში.ტესტირების ორგანიზატორი იყო ნიდერლანდების ლაბორატორიათაშორისი კვლევათა ინსტიტუტი (IIS), რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანიზაციას და ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიათაშორის კვლევებს (საკვალიფიკაციო ტესტები, ჯვარედინი შემოწმება, ერთობლივი კონტროლი) 100-ზე მეტი მონაწილე ქვეყნის ანალიტიკური ლაბორატორიებისათვის.
ინსტიტუტის (IIS) მიერ მოწოდებული იქნა საავიაციო საწვავის ჟეტ ფუელ Jet Fuel A1 (iis22J01) უცნობი ნიმუში, რომელსაც განესაზღვრა 10 ფიზიკო-ქიმიური პარამეტრი. აღნიშნული პარამეტრები აკრედიტებულია სტანდარტის ისო 17025:2017/2018-ის მიხედვით.
მიღებული ფაქტიური მნიშვნელობების სტატისტიკური დამუშავების შედეგები გამოცხადდა 2022 წლის ივნისის თვეში და ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველომ მიიღო უმაღლესი შეფასების დამადასტურებელი სერტიფიკატი. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიუროში დანერგილი კვლევის მეთოდების შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან და ექსპერტთა მაღალ კვალიფიკაციას.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველო მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო ლაბორატორიათშორის შედარებებში და ტესტირების შეფასების მიხედვით წამყვან ადგილს ინარჩუნებს.