Image
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი ოფიციალური ვიზიტით სტოკჰოლმში იმყოფებოდა, სადაც სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის მიერ ორგანიზებულ  აღმასრულებელი საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო.
საერთაშორისო კონფერენციაზე ევროპული ქსელის წევრებმა განიხილეს საექსპერტო მიმართულებით ის აქტუალური თემები, რომელიც სასამართლო ექსპერტიზის დარგის განვითარებას და მის თანამედროვე მოთხოვნებს ეხება. შემუშავდა ENFSI-ს მომავალი განვითარების სამოქმედო გეგმა, ადგილზე მოეწყო განხორციელებული პროექტებისა და საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია.
ENFSI-ს 2022 წლის შეხვედრაზე სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულმა წევრებმა, ასევე იმსჯელეს სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის საბიუჯეტო და დაფინანსების საკითხებზეც.
სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI-ის სამუშაო შეხვედრას ევროპის 38 ქვეყნის 71 წარმომადგენელი ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 2011 წლიდან სწორედ, რომ სასამართლო ექსპერტიზის დარგში მოწინავე ევროპული ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია.
ENFSI-ის დაწესებულების მთავარი მიზანია განავითაროს სასამართლო ექსპერტიზის სფერო და მსოფლიოს მასშტაბით უზრუნველყოს სასამართლო ექსპერტიზის კვლევის ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვა. მნიშვნელოვანია ასევე ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება. 
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აქტიურად არის ჩართული ევროპული ქსელის ENFSI-ს საქმიანობაში.