Imageსსიპ  ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები საჯარო სამსახურში სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ტრენინგს გადიან.
კურსის მიზანია, მონაწილეებმა შეისწავლონ პირისპირ ვერბალური, არავერბალური და სატელეფონო კომუნიკაციის ძირითადი თავისებურებები, განიხილონ მოლაპარაკებების მართვის სხვადასხვა სტილი.
ტრენინგს სპეციალურად მოწვეული საერთაშორისო ტრენერი, სოციალური მეცნიერებების მაგისტრი ეკატერინე გოგელაშვილი ატარებს. 
ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლები თეორიულ კურსთან ერთად პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავენ. 
ტრენინგის ფარგლებში ბიუროს ცხელი ხაზის და სერვის ცენტრის თანამშრომლები შეისწავლიან ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობას, მომსახურების სტანდარტებს, ვერბალური კომუნიკაციის მოდელს, არავერბალური კომუნიკაციის თავისებურებას, სატელეფონო კომუნიკაციის დილემებს, ინფორმაციის პოზიტიურად მიწოდების სპეციფიკას, დამარწმუნებელ კომუნიკაციას, მისკომუნიკაცია - კონფლიქტის წარმოშობის მიზეზებს, კონფლიქტის მართვის კონსტრუქციულ მეთოდებს და პრობლემური სიტუაციების მართვას ტომას-კილმანის მეთოდით.
ბიურო მუდმივად ზრუნავს დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და პროფესიულ განვითარებაზე, რაც თავისთავად მომხმარებლისთვის ხარისხიანი და სანდო მომსახურების მიწოდების გარანტიაა.