სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის (ENFSI) წევრი ორგანიზაციის - სტამბულის სასამართლო მეცნიერებათა და სასამართლო მედიცინის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ოზგე სუთლუ ესტუმრა. სტუმარმა ბიუროს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის, დნმ და სამედიცინო ექსპერტიზების ლაბორატორიები დაათვალიერა. ოზგე სულთუ დეტალურად გაეცნო ექსპერტების მუშაობის სპეციფიკას და დანერგილ სიახლეებს.
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ექსპერტიზის დარგში რეგიონის მასშტაბით ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა, რომელიც აკრედიტებულია ISO/IEC 17025 სტანდარტის მიხედვით.
ბიუროში დანერგილი ხარისხის სისტემა არის გარანტი ექსპერტიზის შედეგების სიზუსტისა და კვლევების მაღალი ხარისხის.