Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეიმუშავა და დაამტკიცა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც იგეგმება, როგორც ბიუროს ინფრასტრუქტურის უნივერსალური დიზაინის შესაბამისად ადაპტირება შშმ პირთათვის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ასევე ბიუროს სერვისების სარგებლობის მიზნით, შშმ პირთათვის მათ საჭიროებებზე ადაპტირებული პროგრამების და მასალების მომზადება. 
ექსპერტიზის ბიურო საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით 2021 წელს ასევე გეგმავს შშმ პირებთან პოტენციურად კონტაქტში მყოფი თანამშრომლების გადამზადებას ურთიერთობისთვის საჭირო უნარების განვითარების მიზნით.