Imageსსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი არგამ ჰოვსეპიანი, მისი მოადგილე პატვაკან ვოსკანიანი და ექსპერტები ესტუმრნენ. 
სომეხმა კოლეგებმა ბიუროს უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი დნმ, ნივთიერებათა მასალათა და ნაკეთობათა და ნავთობის ექსპერტიზის ლაბორატორიები დაათვალიერეს და ექსპერტების მუშაობის სპეციფიკას  და  დანერგილ სიახლეებს გაეცნენ. 
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ექსპერტიზის დარგში რეგიონის მასშტაბით ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა, რომელიც აკრედიტებულია ISO/IEC  17025 სტანდარტის მიხედვით.
ბიუროში  დანერგილი ხარისხის სისტემა არის გარანტი ექსპერტიზის შედეგების სიზუსტისა და კვლევების მაღალი ხარისხის.