Image2019 წლის 11 ივნისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის  სასამართლო ქპერტიზის ეროვნული  ბიუროს უფროსის მოადგილემ გიორგი მურვანიძემ, იტალიელ კარაბინიერებს უმასპინძლა. 

სტუმრებს შორის გახლდნენ იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა ფულის გაყალბებასთან ბრძოლის დანაყოფის უფროსის მოადგილე მარიო რობერტო ერა  და ამავე განყოფილების უფროსი სპეციალისტი მარშელო ფელიჩე ტრიპეპი. 

ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტებმა სტუმრებს დაათვალიერებინეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური და ხელწერის ექსპერტიზების ლაბორატორიები და საექსპერტო საქმინიობის სპეციფიკა  და დანერგილი სიახლეების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს .

ბიურო ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა რეგიონის მასშტაბით, სადაც 500-ზე მეტი ექსპერტიზა საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 17025 -ის მიხედვით ტარდება.