
2018 წლის 22-24 მაისს, პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში, ჩატარდა სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული
ქსელის (ENFSI) -ს მიერ ორგანიზებული ნარკოტიკულ ნივთიერებათა შემსწავლელი ჯგუფის ყოველწლიური
საერთაშორისო კონფერენცია.
კონფერენციაზე განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა, ევროპის შავ ბაზარზე ახალი ნარკოტიკული
და ფსიქოატიური ნივთიერებების გავრცელება.
ევროპის წამყვანი ლაბორატორიების 100-დე ექსპერტთან
და მოწვეულ სტუმართან ერთად კონფერენციას სსიპ
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური
ექსპერტრიზის დეპარტამენტის უფროსი - პაატა თუშურაშვილი დაესწრო, რომელმაც წარადგინა
მოხსენება საქართველოში გამა-ჰიდროქსიბუტირატით ინტოქსიკაციის პირველი შემთხვევის შესახებ.
ENFSI-ს ნარკოტიკულ ნივთიერებათა შემსწავლელი ჯგუფი
აქტიურად მუშაობს ევროპაში და მსოფლიოში გავრცელებული ახალი ნარკოტიკული და ფსიქოატიური
ნივთიერების იდენტიფიცირების მეთოდების შემუშავებაზე, დანერგვაზე და რაოდენობრივი შემცველობის დადგენაზე.
სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელი
(ENFSI) ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა სასამართლო ექსპერტიზის დარგში
და ევროპის კავშირის მიერ აღიარებულია, როგორც მონოპოლისტი ამ სფეროში. 2011 წლიდან სსიპ ლევან
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ENFSI -ის სრულუფლებიანი
წევრია.