Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ნინო ყოჩიაშვილი, 2018 წლის აპრილში, იტალიაში, ქ. რომში, CODIS (დნმ-მონაცემთა ბაზის) კონფერენციასა და ENFSI დნმ-ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე იყო მიწვეული. 
ამჯერად, აღნიშნულ შეხვედრებს იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რესპუბლიკის უსაფრთხოების დეპარტამენტის, კრიმინალთან ბრძოლის ექსპერტიზის სამსახურმა უმასპინძლა, სადაც  37 სხვადასხვა ქვეყნის  165 დნმ-ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა.
დნმ-ს ანალიზის ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა და გაიდლაინების დანერგვა ევროპის მასშტაბით, ENFSI  დნმ-ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, შესაბამისად, შეხვედრის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენდა  ახალი რეკომენდაციების განხილვა, ხარისხის გაუმჯობესების, შრომისა და დროის დაზოგვის მიზნით, ახალი პროტოკოლების შემუშავება, ნივთმტკიცებისა და საკვლევი ნიმუშის უცხო დნმ-ით დაბინძურების პრევენცია, ახალი მეთოდების შემუშავება და მიმართულებების განსაზღვრა. 
ექსპერტიზის ბიურომ გამოთქვა მზაობა, სამეცნიერო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში, 2019 წლის სამუშაო  შეხვედრას, ისევე როგორც 2014 წელს  CODIS, ENFSI  და EDNAP-ის  შეხვედრებს, საქართველოში უმასპინძლოს.