2017 წლის გაზაფხულზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირება, რასაც ადასტურებს ნიდერლანდების ლაბორატორიათაშორისი კვლევათა ინსტიტუტის (IIშ) მიერ გაცემული წარჩინების სერტიფიკატი.ნიდერლანდების ლაბორატორიათაშორისი კვლევათა ინსტიტუტი (IIშ) წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიათაშორის კვლევებს (საკვალიფიკაციო ტესტები, ჯვარედინი შემოწმება, ერთობლივი კონტროლი) 100-ზე მეტი მონაწილე ქვეყნის ანალიტიკური ლაბორატორიებისათვის.
ინსტიტუტის (IIშ) მიერ მოწოდებული იქნა ბიტუმის უცნობი ნიმუში, რომლის გამოკვლევისას მიღებული ფაქტიური მნიშვნელობების სტატისტიკური დამუშავების შედეგად, ბიუროს ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის ლაბორატორიამ მიიღო უმაღლესი შეფასება და წარჩინების სერტიფიკატი, რაც ადასტურებს ბიუროში დანერგილი უახლესი კვლევითი მეთოდების შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან და ექსპერტთა მაღალ კვალიფიკაციას.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო ლაბორატორიათშორის შედარებებში და ტესტირების შეფასების მიხედვით წამყვან ადგილს ინარჩუნებს.