Image2017 წლის 1 ივნისს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვილნიუსის პოლიციის სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის ექსპერტები ესტუმრნენ.
ლიტველმა კოლეგებმა, კერძოდ, ბიოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების უფროსმა, გინტაუტას სინკუნასმა და ორმა ექსპერტმა  ბიუროს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი  ლაბორატორიები დაათვალიერეს და გაეცნენ  ბიოლოგიური (დნმ) ექსპერტიზის დეპარტამენტის საექსპერტო და სამეცნიერო საქმიანობას. 
ქართველმა და ლიტველმა ექსპერტება  ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და დაგეგმეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები. 
წელს, გაზაფხულზე,  ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვილნიუსის პოლიციის სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი  მასპინძლობდა CODIS (დნმ-მონაცემთა ბაზის) კონფერენციასა და ENFSI დნმ-ის სამუშაო ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრას, რომელშიც, ტრადიციულად, ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო.