Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებს, ბიუროს სერვის ცენტრში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ჭავჭავაძის გამზ. N84-ში (ბაგები) მდებარე სათაო ოფისის სერვის ცენტრი დახურული იქნება და არ იმუშავებს მიმდინარე წლის 8 მაისიდან 15 მაისამდე.

დოკუმენტაციის ჩაბარების მსურველებმა უნდა მიმართოთ ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი.

ბიუროს ადმინისტრაცია ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის. დაგეგმილი სარემონტო სამუშაოები სერვისის გაუმჯობესებას ემსახურება. ექსპერტიზის ბიურო ზრუნავს დამკვეთის მომსახურებაზე.  

აღნიშნული ცვლილება არ ეხება ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს, რომელიც ყოველდღე, 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.