2017 წლის 3 აპრილს
სსიპ
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს
რეგიონული ექსპერტზის დეპარტამენტის ახალი შენობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ბიუროს უფროსთან გიორგი თვაურთან ერთად დაათვალიერა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი
გიორგი მღებრიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე,
ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და მთავრობის
სხვა წევრები.
ბიუროს დასავლეთ საქართველოს
რეგიონული დეპარტამენტის შენობა აღჭურვილია ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით და დაკომპლექტებულია
მაღალკვალიფიციური ექსპერტებით.
საერთაშორისო სტანდარტების
მქონე შენობაში განთავსებულია სასამართლო ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური ექსპერტიზის,
სამედიცინო და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის, საინჟინრო, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის
განყოფილებები.
ლაბორატორიებში ინიშნება
500-ზე მეტი სხვადასხვა
სახეობის ექსპერტიზა. საექსპერტო კვლევითი ნაწილის გარდა საერთაშორისო
სტანდარტის შესაბამისია დამკვეთის მომსახურება. ოფისის სერვის-ცენტრში მოქმედებს ერთი
ფანჯრის პრინციპი. ასევე განთავსებულია
შეხვედრების ოთახი ექსპერტებთან უფასო კონსულტაციის მიზნით.
რეგიონული დეპარტამენტი
დღის განმავლობაში საშუალოდ 100-მდე მომხმარებელს ემსახურება. დანერგილი ხარისხის სისტემა
არის ექსპერტიზის შედეგების სიზუსტის და კვლევის მაღალი სტანდარტის გარანტი, რაც დამკვეთის
ნდობას განაპირობებს.
დეპარტამენტში სულ
დასაქმებულია 41 თანამშრომელი, რომელთა სამუშაო პირობები ასევე საერთაშორისო სტანდარტების
შესაბამისია. ექსპერტებს ახალი აპარატურის მეშვეობით თანამედროვე, ხარისხიანი, რაც
ყველაზე მთავარია სწრაფად და ეფექტურად მუშაობის შესაძლებლობა
აქვთ.