ს.ს.ი.პ ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ სახელფასო
მომსახურების
მიღებაზე კონკურსის ჩატარების შესახებ
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ს.ს.ი.პ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს სახელფასო პორტფელის მომსახურების მიღების
მიზნით.
1. კონკურსში
მონაწილეობის მისაღებად, პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
1.1. ბანკს უნდა გააჩნდეს საქართველოს ბაზარზე საბანკო
საქმიანობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება;
1.2
არ უნდა
ხორციელდებოდეს ბანკის ლიკვიდაცია და
არ უნდა
მიმდინარეობდეს გაკოტრების ან სანაციის საქმე;
1.3.
ბანკის ქონებაზე
არ უნდა
იყოს დადებული
ყადაღა (ასეთის არსებობის შემთხვევაში საკონკურსო
კომისია უფლებამოსილია იმჯელოს და შეზღუდვის მოცულობის სხვა ობიექტური ფაქტორების
გათვალისწინებით გადაწყვიტოს ბანკის მონაწილეობისა თუ დისკვალიფიკაციის საკითხი).
2. კონკურსში მონაწილე კომერციულმა
ბანკმა, საკონკურსო წინადადებასთან ერთად, უნდა
წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
2.1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, რეკვიზიტების
მითითებით;
2.2. ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომ არ ხორციელდება კომერციული
ბანკის ლიკვიდაცია და არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე;
2.3. ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტოდან, რომ კომერციულ ბანკზე არ
არის
საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა(ასეთის არსებობის
შემთხვევაში საკონკურსო კომისია უფლებამოსილია იმჯელოს და შეზღუდვის მოცულობის
სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით გადაწყვიტოს ბანკის მონაწილეობისა თუ
დისკვალიფიკაციის საკითხი);
2.4. ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით ქალაქებში განთავსებული
სერვისცენტრების და/ან ბანკომატების
შესახებ მათი მისამართების მითითებით;
2.5. საქართველოს ბაზარზე მინიმუმ 10 წლიანი საბანკო საქმიანობის გამოცდილების დამადასტურებელი
დოკუმენტი;
შენიშვნა: ,,2.2.“ და ,,2.3.“ პუნქტებით
გათვალისწინებული ცნობები გაცემული უნდა იქნეს წინამდებარე განცხადების გამოქვეყნების დღიდან.
3. გამარჯვების შემთხვევაში, კომერციული ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს:
3.1 ბიუროს ადმინისტრაციულ შენობებში
განათავსოს ბანკომატები (ბიუროს ადმინისტრაციული შენობა (ქ.თბილისი, ჭავჭავაძის
გამზ №84), კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო
ექსპერტიზის ცენტრი (ქ.თბილისი, ნოდარ ბოხუას N 23). სამედიცინო
ექსპერტიზის დეპარტამენტი (ქ.თბილისი, ნოდარ ბოხუას N 25). აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტი (ქ.
ბათუმი, მელიქიშვილის ქ # 102). დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტი (ქ.
ქუთაისი, ჭავჭავაძის ქ # 2).
3.2 კომერციულ ბანკს უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი
სერვის-ცენტრი და/ან ბანკომატი შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი,
რუსთავი, გურჯაანი ან თელავი.
კონკურსში
მონაწილე კომერციული ბანკის საკონკურსო წინადადება უნდა მოიცავდეს საკონკურსო კომისიის მიერ დამტკიცებულ
შევსებულ საკონკურსო დოკუმენტაციას.
დაინტერესებულ პირებს საკონკურსო დოკუმენტაცია
გადაეცემათ განცხადების
გამოქვეყნებიდან 2017 წლის 05 აპრილის ჩათვლით -
18:00 საათამდე,
შემდეგ მისამართზე
ქ. თბილისი,
ჭავჭავაძის გამზ #
84.
შენიშვნა: ინფორმაცია ბიუროს საშტატო რიცხოვნობის და 2017 წლის სახელფასო ფონდის შესახებ მოცემული იქნება საკონკურსო
დოკუმენტაციაში;
კონკურსში მონაწილე კომერციული ბანკის
საკონკურსო წინადადება და თანდართული დოკუმენტები
წარმოდგენილი უნდა იქნას მხოლოდ ქართულ
ენაზე, ერთი
დალუქული კონვერტით
2017 წლის 11 აპრილის 18:00 საათამდე,
შემდეგ მისამართზე -
ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის
გამზ. 84.
საკონკურსო წინადადებები გაიხსნება 2017 წლის 12 აპრილს, 13:00 საათზე, შემდეგ
მისამართზე: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას N 25 (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო
ექსპერტიზის დეპარტამენტი).
საკონკურსო წინადადების გახსნის
შემდგომ გაიმართება ზეპირი ვაჭრობა, რომლის ჩატარების წესიც დადგენილია საკონკურსო
დოკუმენტაციით.
დამატებითი ინფორმაციის მიღება
შესაძლებელია ს.ს.ი.პ ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკონკურსო აპარატში
შემდეგ მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ # 84; საკონტაქტო პირი:
თამთა ხაჭაპურიძე,
ტელ: 577
344 393,
032 2 25 84 84 (1303).
#
|
მომსახურების დასახელება
|
მაქსიმალური შეფასების %
|
1
|
სახელფასო მომსახურების ტარიფები
|
100%
|
1.1
|
ბარათით სარგებლობა და საოპერაციო მომსახურება
|
5%
|
1.2
|
სახელფასო ოვერდრაფტი
|
15%
|
1.3
|
სახელფასო სესხი უზრუნველყოფის გარეშე
|
35%
|
1.4
|
სესხი უზრუნველყოფით (მენეჯერი და სხვა თანამშრომელი შეფასდება თანაბრად)
|
10%
|
1.5
|
იპოთეკური სესხი
|
35%
|