Imageს.ს.ი.პ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის   ეროვნული ბიუროს მიერ საბანკო მომსახურების მიღებაზე კონკურსის ჩატარების შესახებ

ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

       ს.ს.ი.პ ლევან  სამხარაულის სახელობის სასამართლო  ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს კორპორატიული საბანკო მომსახურების მიღების მიზნით.

  1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

1.1. ბანკს უნდა გააჩნდეს საქართველოს ბაზარზე საბანკო საქმიანობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება;

                                                                                                                                             

1.2 არ უნდა ხორციელდებოდეს ბანკის ლიკვიდაცია და არ უნდა მიმდინარეობდეს გაკოტრების ან სანაციის საქმე;

1.3. ბანკის ქონებაზე არ უნდა იყოს დადებული ყადაღა (ასეთის არსებობის შემთხვევაში საკონკურსო კომისია უფლებამოსილია იმჯელოს და შეზღუდვის მოცულობის სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით გადაწყვიტოს ბანკის მონაწილეობისა თუ დისკვალიფიკაციის საკითხი).

2. კონკურსში მონაწილე კომერციულმა ბანკმა, საკონკურსო წინადადებასთან ერთად, უნდა   წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

2.1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, რეკვიზიტების მითითებით;

2.2. ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომ არ ხორციელდება კომერციული ბანკის ლიკვიდაცია და არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე;

2.3. ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ კომერციულ ბანკზე არ არის   საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა(ასეთის არსებობის შემთხვევაში საკონკურსო კომისია უფლებამოსილია იმჯელოს და შეზღუდვის მოცულობის სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით გადაწყვიტოს ბანკის მონაწილეობისა თუ დისკვალიფიკაციის საკითხი);

2.4.  ინფორმაცია  საქართველოს მასშტაბით ქალაქებში განთავსებული სერვისცენტრებისა და სწრაფი გადახდის აპარატების (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  შესახებ -  მათი მისამართების მითითებით;

2.5. საქართველოს ბაზარზე მინიმუმ 10 წლიანი საბანკო საქმიანობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

შენიშვნა: ,,2.2.“ და ,,2.3.“ პუნქტებით გათვალისწინებული ცნობები გაცემული უნდა იქნეს წინამდებარე  განცხადების გამოქვეყნების დღიდან.

 

 

3. გამარჯვების შემთხვევაში, კომერციული ბანკი  ვალდებულია  უზრუნველყოს:

3.1 ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებების საფასურის გადახდის სისტემის აწყობა (ბილინგი);

3.2 ბიუროს ადმინისტრაციულ შენობაში ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ #84-ში, 10,93 კვადრატული მეტრზე, განათავსოს ბანკის სერვის-ცენტრი/განყოფილება (აღნიშნული ფართი იჯარის წესით გაიცემა კონკურსში გამარჯვებულ კომერციულ ბანკზე. სერვის-ცენტრის სარგებლობისათვის ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრება ექსპერტიზის შედეგად დადგენილი საბაზრო ღირებულების შესაბამისად (2016 წლის საიჯარო ქირა შეადგენდა 200 ლარს); ტრანზაქციების ყოველდღიური რაოდენობიდან გამომდინარე სერვის-ცენტრში სავალდებულოა ორი ოპერატორის განთავსება. აღნიშნული სერვის-ცენტრის მიერ შესრულებულ თითოეულ ტრანზაქციაზე საკომისიო უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 1 (ერთი) ლარს.

3.3 კომერციულ ბანკს უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი სერვის-ცენტრი შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი.

კონკურსში მონაწილე კომერციული ბანკის საკონკურსო წინადადება უნდა მოიცავდეს საკონკურსო კომისიის მიერ დამტკიცებულ შევსებულ საკონკურსო დოკუმენტაციას.

     დაინტერესებულ  პირებს  საკონკურსო  დოკუმენტაცია გადაეცემათ განცხადების გამოქვეყნებიდან 2017 წლის 05 აპრილის ჩათვლით - 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ # 84.

    საკონკურსო პირობები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმით:

#

შეფასების კრიტერიუმი

პრიორიტეტულობის კოეფიციენტი

1

მიმდინარე  სალარე ანგარიშზე დარიცხული სარგებელი

(შენიშვნა: აღნიშნული ანგარიშიდან განხორცელდება (მხოლოდ) ხაზინის ანგარიშიდან თანხის გადმორიცხვა და პირიქით.)

100%

 

 

 

 

 

შენიშვნა: ინფორმაცია ბიუროში განთავსებული კომერციული ბანკის სერვის-ცენტრის მიერ შესრულებული ტრანზაქციების რაოდენობის და 2016 წლის განმავლობაში მოზიდული შემოსავლების შესახებ მოცემული იქნება საკონკურსო დოკუმენტაციაში;

კონკურსში მონაწილე კომერციული ბანკის საკონკურსო წინადადება და თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას მხოლოდ ქართულ ენაზე, ერთი დალუქული კონვერტით 2017 წლის 11 აპრილის 18:00 საათამდე,ემდეგ მისამართზე - ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 84.

საკონკურსო წინადადებები გაიხსნება 2017 წლის 12 აპრილს, 11:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას N 25 (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის   ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტი).

საკონკურსო წინადადების გახსნის შემდგომ გაიმართება ზეპირი ვაჭრობა, რომლის ჩატარების წესიც დადგენილია საკონკურსო დოკუმენტაციით.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია .ს.ი.პ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკონკურსო აპარატში შემდეგ მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ # 84; საკონტაქტო პირი: თამთა ხაჭაპურიძე, ტელ: 577 344 393, 032 2 25 84 84 (1303).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

#

მომსახურების დასახელება

მაქსიმალური შეფასების %

1

საბანკო მომსახურება

100%

1.1

მიმდინარე ანგარიშზე სარგებელის დარიცხვა

100%