Image2016  წლის  ნოემბრის თვეში  სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური  ექსპერტიზის  დეპარტამენტის  ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის სამმართველომ  „SPL“-ის მიერ ორგანიზებულ  საერთაშორისო  ტესტირებაში მიიღო მონაწილეობა. 
ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის  სამმართველოს  ექსპერტების მიერ ტესტირების ფარგლებში ფერო-სილიკო-მანგანუმის ნიმუშში განისაზღვრა მანგანუმის (Mn) ნახშირბადის (C) და გოგირდის (S) მასური წილი.
ტესტირებაში მსოფლიოს  21  ლაბორატორია მონაწილეობდა. მიღებული შედეგები „SPL“-ს მიერ სტატისტიკურად დამუშავდა და წარმოდგენილი იქნა საბოლოო ანგარიში.
აღნიშნულ ტესტირებაში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა  ბიურომ პირველად მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მიუხედავად ამისა  ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის  ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის სამმართველომ დაადასტურა მის მიერ მიღებული შედეგების მაღალი სიზუსტე,  უტყუარობა და სანდოობა.  ლაბორატორიამ ღირსეული ადგილი დაიკავა  წამყვან ევროპულ  ლაბორატორიებს  შორის.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის  ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის სამმართველო  საქართველოში ერთადერთი აკრედიტირებული ლაბორატორიაა, რომელიც ფერო-სილიკო-მანგანუმის კვლევაზე ISO 17025-ით არის აკრედიტირებული.