მიმდინარე წლის 28 ნოემბერიდან 8 დეკემბრის ჩათვლით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სომხეთის რესპუბლიკის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დელეგაცია ეწვია. გამოცდილების გაზიარების მიზნით ბიუროს ექსპერტებმა სომეხ კოლეგებს სამედიცინო ექსპერტიზის და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტებში უმასპინძლეს. 10 დღის განმავლობაში მათ შესაძლებლობა ქონდათ გაცნობოდნენ ქართველი ექსპერტების მუშაობის სპეციფიკას, ლაბორატორიებში დანერგილ სიახლეებსა და ინოვაციებს.
რეგიონის მასშტაბით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა, სადაც 500-ზე მეტი დასახელების ექსპერტიზა იწარმოება. ბიურო აკრედიტირებულია საერთაშორისო სტანდარტის IშO/IEჩ 17025-ის მიხედვით, აქ დანერგილი ხარისხის სისტემა არის გარანტი ექსპერტიზის შედეგების სიზუსტისა და კვლევების მაღალი ხარისხის.