Image2016 წლის 1 დეკემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ნინო ყოჩიაშვილი ივნე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიების მიზანი გახლდათ, საქართველოში ბიომეცნიერებისა და ბიოტექნოლოგიების დარგის განვითარების ხელშეწყობა, უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და თანამედროვე, ინოვაციური სასწავლო პროგრამების განხორციელება დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მიზნით, მათ შორის კვების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და აგრობიოტექნოლოგიების მიმართულებით.

ინდუსტრიასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციები მხარს უჭერენ თსუ- გამოყენებითი ბიომეცნიერებების დარგში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ახალი სასწავლო კურსების, მოდულების შემუშავებას, არსებულის განახლებასა და სამცენიერო-კვლევითი პოტენციალის გაძლიერებას. ასევე ხელს უწყობენ დასაქმების ბაზარზე საწარმოო პრაქტიკის მხარდაჭერით სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, სტუდენტების კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და  მათი პროფესიული კომპეტენციებისა და ცოდნის გაღრმავებას.

პარტნიორთა შორის განსაკუთრებით გამოიკვეთა ბიუროს წვლილი სტუდენტების დასაქმების პროცესში, სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტის მიერ ბიურო დააჯილდოვდა, როგორც საუკეთესო პარტნიორი და დამსაქმებელი.

ექსპერტიზის ბიურო ასევე აქტიურად იქნება ჩართული გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების პროგრამების მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში, რომლის წევრადაც ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი ნინო ყოჩიაშვილი აირჩიეს.