Image
2016 წლის თებერვლის თვეში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის     ეროვნული ბიუროს ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირება, რასაც ადასტურებს ნიდერლანდების ლაბორატორიათაშორისი კვლევათა ინსტიტუტის (IIS) მიერ გაცემული     წარჩინების სერტიფიკატი.
ნიდერლანდების ლაბორატორიათაშორისი კვლევათა ინსტიტუტი (IIS) წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიათაშორის კვლევებს (საკვალიფიკაციო ტესტები, ჯვარედინი შემოწმება, ერთობლივი კონტროლი) 100-ზე მეტი  მონაწილე  ქვეყნის ანალიტიკური ლაბორატორიებისათვის.
ინსტიტუტის (IIS) მიერ მოწოდებულ იქნა ჰიდრავლიკური ზეთის (არანამუშევარი) უცნობი ნიმუში, რომელშიც განისაზღვრა 9 ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებელი. ნიდერლანდების ლაბორატორია¬თაშორისი კვლევითი ინსტიტუტის მიერ მიღებული მნიშვნელობების სტატისტიკური დამუშავების შედეგად, ბიუროს  ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის  ლაბორატორიამ მიიღო უმაღლესი შეფასება და წარჩინების სერტიფიკატი, რაც ადასტურებს ბიუროში დანერგილი უახლესი კვლევითი მეთოდების შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან და ექსპერტთა მაღალ კვალიფიკაციას.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო ლაბორატორიათშორის შედარებებსა და ტესტირებაში, ბიუროში მიღებული შედეგების გადამოწმება  ევროპის წამყვან ლაბორატორიებში ხდება. ტესტირების შეფასების მიხედვით ექსპერტიზის ბიურო წამყვან ადგილს ინარჩუნებს.