2015 წლის ნოემბრის თვეში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის
ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის სამმართველომ საერთაშორისო ტესტირებაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ტესტირება ჩაატარდა ტექსტილის ამერიკული
ასოციაციის „AATCC“-ს ეგიდით.
ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტების მიერ
ტესტირების ფარგლებში განისაზღვრა ორი ქსოვილის წყალგაუმტარობის მაჩვენებელი.
ლაბორატორიათშორის ტესტირებაში მსოფლიოს 25 ლაბორატორია
მონაწილეობდა. მიღებული
შედეგები ტექსტილის ამერიკული ასოციაციის
„AATCC“-ს მიერ სტატისტიკურად დამუშავდა და წარმოდგენილი იქნა
საბოლოო ანგარიში.
აღნიშნულ ტესტირებაში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ პირველად
მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მიუხედავად ამისა
ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის სამმართველომ დაადასტურა მის მიერ
მიღებული შედეგების მაღალი სიზუსტე, უტყუარობა და სანდოობა და ლაბორატორიამ ღირსეული ადგილი დაიკავა როგორც ამერიკულ, ასევე წამყვან ევროპულ ლაბორატორიებს შორის.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური
ექსპერტიზის დეპარტამენტის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის სამმართველო ტექსტილის ანალიზში ISO 17025-ის მიხედვით საქართველოში ერთადერთი აკრედიტირებული
ლაბორატორიაა, რომლის საქმიანობა ემყარება მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებს.