Image2015 წლის 30 ნოემბერი - 4 დეკემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ყაზახეთის იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში დელეგაციას ბიუროს უფროსმა, ბატონმა გიორგი თვაურმა უმასპინძლა. მხარეებს შორის განხილულ იქნა ორი ქვეყნის საექსპერტო დაწესებულებას შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმა.

სტუმრებმა ექსპერტიზის ბიუროს შენობა და თანამედროვედ მოწყობილი ლაბორატორიები დაათვალიერეს. მათ შესაძლებლობა ქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ ლაბორატორიების საქმიანობას და  ულტრათანამედროვე მეთოდებს.

შეხვედრის შემდეგ კოლეგებმა ოფიციალური ვიზიტით ბიუროს წარმომადგენლები ყაზახეთში მიიწვიეს.

რეგიონის მასშტაბით ბიურო ლიდერი  საექსპერტო დაწესებულებაა, აქ 500-ზე მეტი დასახელების ექსპერტიზა იწარმოება. ბიურო აკრედიტირებულია საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 17025-ის მიხედვით, აქ დანერგილი ხარისხის სისტემა არის გარანტი ექსპერტიზის შედეგების სიზუსტისა და კვლევების მაღალი ხარისხის.