Image2015 წლის 24-26 ნოემბერს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული (ემორის უნივერიტეტის USMD) პროგრამის მეორე კურსის უცხოელი და ქართველი სტუდენტები ესტუმრნენ.

 სტუდენტებმა უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი დნმ ლაბორატორია დათვალიერეს და აქ დანერგილ სიახლეებს გაეცნენ, რის  შემდეგაც,  მათ ბიოლოგიური დეპარტამენტის ექსპერტმა, ნინო ფირცხელანმა მოლეკულური გენეტიკის კვლევის მეთოდებში პრაქტიკული მეცადინეობა ჩაუტარა.

 ექსპერტიზის ბიუროსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ბიურო აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტთან და ხშირად უწევს ორგანიზებას მსგავსი სახის ღონისძიებებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.