2015 წლის 31 ივლისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს აშშ-ს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან
ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ევროპისა და აზიის ოფისის საგარეო ურთიერთობათა
ოფიცერი ჯანელ კუროდა ესტუმრა.
ამერიკელი სტუმარი ბიუროს უფროსის მოადგილეს გიორგი
მურვანიძეს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა წლების განმავლობაში
INL-სა და ექსპერტიზის ბიუროს მიერ ერთობლივად განხორციელებული წარმატებული პროექტები.
ბიუროს უფროსის მოადგილემ INL-ის წარმომადგენელს პირადად
დაათვალიერებინა თანამედროვედ მოწყობილი ლაბორატორიები,
ადგილზე გააცნო ლაბორატორიების საქმიანობა და აქ დანერგილი ულტრათანამედროვე მეთოდები.
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო წლების განმავლობაში აქტიურად
თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდაცვით
პროგრამასთან, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული
ბიუროს განვითარებაში. INL-ის დაფინანსებით
გარემონტდა და აღიჭურვა ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტი და პირველი დნმ
ლაბორატორია. მათი დახმარებით ბიურომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა:
მათ შორის ბიუროს შენობების და ლაბორატორიების რეაბილიტაცია, მათი აღჭურვა და თანამშრომლების
პროფესიული გადამზადება.
INL-ის მხარდაჭერით ბიუროში დაინერგა ხარისხის სისტემა საექსპერტო-კვლევითი
საქმიანობისთვის, რომლის საფუძველზეც ბიურომ მიიღო აკრედიტაცია საერთაშორისო სტანდარტის
ISO 17025-ის მოთხოვნების შესაბამისად.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნული ბიურო INL-თან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.