Image2015 წლის 16-18 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია  „ინოვაციური ტექნოლოგიები მეტალურგიასა და მასალათმცოდნეობაში“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველომ.

ბიუროში შესრულებული სამეცნიერო კვლევის შედეგები კონფერენციაზე წარადგინა ექსპერტმა, ქიმიის მეცნიერებათა აკადემიურმა დოქტორმა ნინო კობალაძემ თემით ,,გაცვეთილი საავტომობილო საბურავების უტილიზაცია დაბალტემპერატურული პიროლიზის გზით და მიღებული თხევადი პროდუქტის ფიზიკურ-ქიმიური კვლევა. აღნიშნული საკითხი აქტუალურია, რადგან  მსოფლიოში მწვავედ დგას ძველი საავტომობილო საბურავების შენახვის და  უტილიზაციის პრობლემა.

აღნიშნული კონფერენცია მიეძღვნა სერგო (სეირან) მაზმიშვილის 80 წლის იუბილეს და ორგანიზებული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიების და მეტალურგიის ფაკულტეტის და საქართველოს ჩამომსხმელთა და მასალათა სამეცნიერო ასოციაციის მიერ.

ბიურო აქტიურად არის ჩართული მსგავსი სახის სამეცნიერო კონფერენციებში, რაც ხელს უწყობს ექსპერტების  ცოდნისა და პროფესიული დონის ამაღლებას.