Image2015 წლის 14 ივნისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო-ფინანსური ექსპერტიზის, სამედიცინო ექსპერტიზის, კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტების 20-მდე თანამშრომელს ბიუროს უფროსმა გიორგი თვაურმა პრემიერ- მინისტრის მადლობის სიგელები გადასცა.
ბიუროს უფროსი პირადად შეხვდა ექსპერტებს და მადლობა გადაუხადა მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული სამსახურეობრივი პასუხისმგებლობისთვის და მოქალაქეობრივი თანადგომისთვის. 
ექსპერტიზის ბიურო დღემდე აქტიურად არის ჩართული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში.