2015 წლის 1-3 ივნისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთობლივი
პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სახლში სკოლის მოსწავლეებს ბიუროს ექსპერტები შეხვდნენ.
ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემებზე ლექცია-სემინარი
ნარკოლოგიური სამმართველოს უფროსმა გური მენაბდიშვილმა, დოკუმენტების ტექნიკური და
ხელწერის ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა მაია ნინიძემ და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის
ექსპერტმა ბესო ნოზაძემ ჩაატარეს.
„ლიდერთა სახლში“ გაწევრიანებული ახალგაზრდებისთვის,
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ექსკურსია მოეწყობა ექსპერტიზის ბიუროში, სადაც მოსწავლეებს
შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე დაათვალიერონ ბიუროს ლაბორატორიები და გაეცნონ თანამედროვე
მეთოდებს.
აღნიშნული პროექტი ექსპერტიზის ბიუროსთან ერთად 5 ივნისამდე
გაგრძელდება და მასში მონაწილეობას ბიუროს სხვა დეპარტამენტის ექსპერტები მიიღებენ.
მსგავსი სახის შეხვედრები მომავალი თაობის ინფორმირებას
ემსახურება.