Image2015 წლის მაისის თვეში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის სამმართველომ მონაწილეობა მიიღო საკვალიფიკაციო ტესტირებაში. ტესტირების ორგანიზატორი დიდი ბრიტანეთის  გაზომვების ეროვნული ინსტიტუტი იყო. LGC წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს 40-ზე მეტი სახეობის ლაბორატორიათშორის კვლევებს მსოფლიოს მასშტაბით.

ამ ეტაპზე კვების სამმართველომ მონაწილეობა მიიღო რძის პროდუქტების ლაბორატორიათშორის ტესტირებაში. საანალიზოდ მოწოდებულ იქნა რძის ფხვნილის უცნობი ნიმუში, რომელშიც განისაზღვრა  ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები. ექსპერტებმა წარმატებით გაანალიზეს ყველა მაჩვენებელი და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმი.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს საერთაშორისო ტესტირებებში, ბიუროში მიღებული შედეგების გადამოწმება  ევროპის წამყვან ლაბორატორიებში ხდება, რითკიდევ ერთხელ დასტურება ბიუროში ჩატარებული კვლევების მაღალ სიზუსტე და უტყარობა.

დეკემბრის თვეში დაგეგმილია ტესტირების მეორე ეტაპი. ბიურო მონაწილეობას მიიღებს ხორცის და თევზის პროდუქტების ლაბორატორიათშორის შედარებაში.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის სამმართველო ISO17025-ის მიხედვით აკრედიტირებული ლაბორატორიაა, რომელსაც ღირსეული ადგილი უკავია ევროპის წამყვან  ლაბორატორიებს  შორის.