Image2014 წლის 21 ივნისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანაორგანიზებით  სამედიცინო უნივერსიტეტში სასამართლო ექიმთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გამართული ღონისძიების მთავარი თემა სასამართლო მედიცინის საკითხებს დაეთმო. კონფერენციაზე ასევე განიხილეს სასამართლო მედიცინის, სასამართლო სამედიცინო ანთროპოლოგიის, სასამართლო ენტომოლოგიის, სასამართლო ჰისტოლოგიის და პათოლოგიური ანატომიის აქტუალური საკითხები.

სასამართლო ექიმთა სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას ტრადიციული სახე აქვს, უკვე მეექვსე წელია ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს სასამართლო ექიმთა ასოციაციის ორგანიზებით სამედიცინო უნივერსიტეტში ტარდება.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნის სასამართლო ექიმებთან ერთად ბიუროს 40 ექსპერტი მონაწილეობდა.

სამედიცინო კონფერენციის დასრულების შემდეგ მასში მონაწილე სასამართლო მედიცინის ექიმებს და ბიუროს ექსპერტებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.