Image2014 წლის 30 მაისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი სტუდენტებმა დაათვალიერეს.

ექსპერტიზის ბიუროსა და საზოგადოებრივ კოლეჯ „ორიენტირს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებმა ერთი დღე ბიუროს ლაბორატორიებში გაატარეს. 

კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტში სპეციალურად სტუდენტებისთვის ერთდღიანი პრაქტიკული მეცადინეობა ჩატარდა. 

ბიუროს ლაბორატორიები აღჭურვილია უნიკალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ბიუროში მომუშავე მაღალკვალიფიციური ექსპერტები ყოველდღიურად სხვადასხვა სახის საექსპერტო კვლევებს სტანდარტის დაცვით ახორციელებენ.

ბიუროში მიღებული ცოდნა სტუდენტებს საექსპერტო საქმიანობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარებათ.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობას სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთანაც განაგრძობს