2 25 84 84
საკონტაქტო ინფორმაცია
Menu
სეებ
ბიურო
ბიუროს შესახებ
ბიუროს უფროსი
ბიუროს უფროსის მოადგილეები
ბიუროს სტრუქტურა
ბიუროს წლიური ანგარიში
სტრატეგიული გეგმა
შშმ პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა
საჯარო ინფორმაცია
ზოგადი ინფორმაცია ბიუროს შესახებ
საჯარო ინფორმაციის გვერდი
საკადრო უზრუნველყოფა
სხვა საჯარო ინფორმაცია
შესყიდვები
საერთაშორისო ურთიერთობები
ინფორმაცია ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ
ბიუროს პარტნიორი ორგანიზაციების ჩამონათვალი
სიახლეების ბლოგი
მთავარი
შეხვედრა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან
2014 წლის 29 მაისს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე გიორგი მურვანიძე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. სემინარის მთავარი მიზანი ბიუროს ახალი სერვისების და სიახლეების გაცნობა იყო.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 436-ზე მეტი დასახელების ექსპერტიზა ხორციელდება. ბიუროს საექსპერტო მომსახურებით ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სარგებლობს. დამკვეთთა შორის არიან როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური პირებიც. განსაკუთრებით ბიუროს სერვისებით სარგებლობენ საჯარო უწყებები (სამინისტროები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები).
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სასამართლო კრიმინალისტიკური ექსპერტიზების გარდა ტარდება ექსპერტიზის ისეთი სახეობები როგორიც არის:
1. სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზა (უძრავ მოძრავი ქონების და მატერიალური ზიანის საბაზრო ღირებულებების დადგენა, გადასახადების გადახდის სისწორის დადგენა, საბუღალტრო მონაცემების შესაბამისობა და განხორციელებული ინვესტიციის ოდენობის დადგენა).
2. საინჟინრო ექსპერტიზა ( შენობა ნაგებობების ექსპერტიზა, სამშენებლო მასალების ლაბორატორიული კვლევა, გეოლოგია, გეოფიზიკური კვლევა გეორადარის მეშვეობით).
3. ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზა (ნარკოლოგიური ექსპერტიზა, ნავთობპროდუქტების ექსპერტიზა, მასალების და ნაკეთობების ექსპერტიზა, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, საკვები პროდუქტების ექსპერტიზა, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზა).
4. ბიოლოგიური ექსპერტიზა (გენეტიკური, სეროლოგიური, ციტოლოგიური, მორფოლოგიური და სხვა ბიოლოგიური პროფილის ექსპერტიზები, მამობის დადგენა, დნმ ანალიზი, მემვიდრული დაავადებების მუტაციების გენეტიკური კვლევა, ადამიანის იდენტიფიცირება თმის ღერის მეშვეობით).
5. სამედიცინო ექსპერტიზა (ჰისტოლოგიური ექსპერტიზა, სამედიცინო კრიმინალისტიკური ექსპერტიზა, ცოცხალ პირთა და გვამების ექსპერტიზა).
6. კრიმინალისტიკური ექსპერტიზა (ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზა, სატრანსპორტო ტექნიკურ ტრასოლოგიური ექსპერტიზა, რადიაციული და სახანძრო ექსპერტიზა, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა).
7. კომპიუტერული, მობილური ტელეფონების და სხვა ციფრული მატარებლების ექსპერტიზა ( ნებისმიერი ინფორმაციის ამოღება, გაშიფრვა და აღდგენა).
8. ფსიქიატრიული ექსპერტიზა (სასამართლო ფსიქიატრიული, სასამართლო ფსიქოლოგიური და კომპლექსური ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზები, როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო საქმეებზე).
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა მთელს რეგიონში. ჩვენი ლაბორატორიები აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და აკრედიტირებულია ISO17025-ი სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. ბიურო არის ექსპერტიზის დარგში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI სრული წევრი.
29/05/2014