Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამრთლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის დნმ ლაბორატორიაში სამი დღის განმავლობაში ჩატარდება ტრენინგი  მიტოქონდრიული დნმ კვლევის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებზე.

დეპარტამენტის ექსპერტებისთვის ტრენინგს  "Applied Biosystems"  ოფიციალური წარმომადგენელი პოსტ საჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის, საერთაშორისო ექსპერტი ბატონი ალექსანდრე გენტოში ატარებს.

კურსის დასრულების შემდეგ ბიუროს ექსპერტები შეძლებენ ხანდაზმული და დეგრადირებული მასალიდან დნმ-ის მიღებას, მის ინტერპრეტაციას და იდენტიფიკაციას. ასევე მათ ექნებათ შესაძლებლობა, დედის ხაზით დაადგინონ ნათესაური კავშირი, შესადარებელი პირის ან მისი ნიმუშის არსებობის შემთხვევაში კი მოჭრილი ან მოწყვეტილი თმის ღერით პიროვნების კუთვნილების დადგენა, რაც მანამდე შეუძლებელი იყო.

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განაგრძობს სიახლეების ძიებას საექსპერტო მიმართულებით და მათ დანერგვას ბიუროს ყოველდღიურ საქმიანობაში. სწორედ ამის ერთ ერთი თვალსაჩინო მაგალითია მიტოქინდრიული დნმ ლაბორატორიის შექმნა და ექსპერტების გადამზადება ამ მიმართულებით.

განახლებული  დნმ ლაბორატორია და ახლად შექმნილი მიტოქონდრიული დნმ ლაბორატორია აღჭურვილია მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლების მიერ შექმნილი აპარატურით. ლაბორატორიის გახსნა ოფიციალურად უახლოეს დღეებში იგეგმება, რაც მოგვცემს  შესაძლებლობას, არა ერთი ახალი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დნმ ექსპერტიზები შევთვაზოთ ჩვენს მომხმარებელს.