საზოგადოების დამოკიდებულება ნარკოტიკული ნივთიერებების მიმართ არაერთგვაროვანია, ზოგი მარიხუანას ლეგალიზაციას ითხოვს, ზოგისთვის კი ნარკოტიკი კრიმინალთან ასოცირდება.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, საქართველოში ერთადერთი საექსპერტო დაწესებულებაა, სადაც მომწამლავი ნივთიერებების, ფარმპრეპარატების, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების კვლევა ქიმიური მეთოდით მიმდინარეობს.
ნარკოტიკული, მომწამლავი ნივთიერებების, ფარმპრეპარატებისა და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ლაბორატორიაში შემდეგი სახის ექსპერტიზები ტარდება:
• ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების თვისობრივ-რაოდენობრივ ანალიზს ბიოლოგიურ ობიექტებში (სისხლი, შარდი, ნერწყვი, თმა, შინაგანი ორგანოები), ფხვნილებში, შპრიცებში და სხვა საგანმატარებლებში;
• სამკურნალო საშუალებების ხარისხის მარეგლამენტირებელი პარამეტრების დადგენას ნორმატულ-ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისაობაში;
• ნარკოტიკული საშუალებების შემცველი, ტოქსიკური და სამკურნალო მცენარეების ფიტოქიმიურ და ბოტანიკურ ექსპერტიზას;
• მცენარე ჩვეულებრივი კანაფის - Cannabis sativa ნარკოტიკული და საფეიქრო ჯიშების დადგენას;
• სინთეზური კანაბინოიდების ანალიზს ფხვნილებში, მცენერეულ ნაკრებებში და ბიოლოგიურ მასალაში (სისხლი, შარდი)
• ტოქსიკური ნივთიერებების და შხამქიმიკატების ექსპერტიზას ბიოლოგიურ ობიექტებში და ექსპერტიზაზე წარმოდგენილ სხვა ობიექტებში;
• ალკოჰოლის განსაზღვრას ბიოლოგიურ ობიექტებში (სისხლი, შარდი, კუნთი)
• ნარკოტიკული საშუალებების შემცველი ფხვნილის ე.წ. პროფილის შეფასებას, მათი წარმომავლობის დადგენის მიზნით. აღნიშნული კვლევა გულისხმობს ნიმუშების ქრომატოგრაფიული მონაცემების შედარებას ძირითად ნივთიერებასთან ერთად, მათში არსებული მაჟორული, მინორული და კვალის სახით არსებული ალკალოიდების, გამაზავებელი აგენტების, სინთეზის რეაქციის ნარჩენი ნივთიერებების თანაფარდობების მიხედვით;
• უცნობი შემადგენლობის ტაბლეტების, ფხვნილების, სითხეების ქიმიურ-ტოქსიკლოგიურ ანალიზს;
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველო შესაბამისი ექსპერტიზების ჩასატარებლად იყენებს მსოფლიოში წამყვანი აპარატურის მწარმოებელი ორგანიზაციების მოწყობილობებს UV/VIS, GC-MS, GC-FID-HS, HPLC-DAD , LC-MS/MS, GC-MS/MS: გაზური ქრომატოგრაფი მასპექტრომეტრული დეტექტირებით “PerkinElmer Clarus-600”, გაზური ქრომატოგრაფი “AGILENT TECHNOLOGIES” GC/FID 7890A Head speace G 1888; გაზური ქრომატოგრაფი მასპექტრომეტრული დეტექტირებით “Pegasus” 4D - GCxGC-TOF MS ; სითხური ქრომატოგრაფი ტანდემური მასსპექტრომეტრული დეტექტირებით “AGILENT TECHNOLOGIES 6460 Triple quad LC-MS/MS ” “AGILENT TECHNOLOGIES 1290 Infinity”; ტაბლეტების და კაფსულების ხსნადობის აპარატი “AGILENT TECHNOLOGIES Dissolution apparatus 708 -DS”; ტაბლეტების და კაფსულების დაშლადობის აპარატი “AGILENT TECHNOLOGIES Disintegration Apparatus “ ; გაზური ქრომატოგრაფი ტანდემური მასსპექტრომეტრული დეტექტირებით “AGILENT 7000 Triple quad GC-MS/MS”; სპექტროფოტომეტრი “AGILENT TECHNOLOGIES Cary 60 UV-VIS ”
ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ლაბორატორია აკრედიტირებულია ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისად.
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველო ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებების ევროპული ქსელის (ENFSI) და გაერთიანებული ერების დანაშაულისა და ნარკოტიკების ორგანიზაციის (UNODC) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტესტირებაში და მუდმივად ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს. წლევანდელი მონაცემებით მსოფლიო მაშტაბით ჩატარებული ტესტირების შედეგებით, ბიურომ პირველი ადგილი გაიყო მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიასთან ერთად.