29-30 აპრილს ქალაქ ლონდონში 2 დღიანი საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება. გამოფენას სპეციალური სტუმრის სტატუსით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი თვაური დაესწრება.სასამართლო ექსპერტიზის ევროპული ექსპოზიცია Forensics Europe Expo დიდ ბრიტანეთში, კერძოდ ლონდონში ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში წამყვანი მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც საექსპერტო საქმიანობისთვის სხვადასხვა სახის აპარატურას აწარმოებენ.
გამოფენაზე ძირითადად წარმოდგენილი იქნება დნმ ექსპერტიზისთვის, ციფრული ტექნოლოგიების (აუდიო ვიდეო, კომპიუტერული ექსპერტიზა) და შემთხვევის ადგილზე გამოკვლევისთვის საჭირო უახლესი ტექნოლოგიები
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო ბუდმივად ადევნებს თვალყურს მსოფლიოში მიმდინარე სიახლეებს და თანამედროვე ტენდენციებს საექსპერტო მიმართულებით. სწორედ ესეთი სახის გამოფენებში მონაწილეობის შედეგად ხორციელდება ბიუროს ლაბორატორიების განახლება და აღჭურვა მაღალი ხარისხის თანამედროვე და უახლესი საექსპერტო აპარატურით.