Imageლევან სამხარაულის სახელობის  სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საბუთების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის სამმართველო, კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და საზოგადოებისათვის საინტერესო არაერთ კვლევას ატარებს.  სხვადასხვა მნიშვნელოვან კვლევებთან ერთად აღსანიშნავია 2 მიმართულება: საბუთების ტექნიკური ექსპერტიზა და ხელწერის ექსპერტიზა.

საბუთების ტექნიკური ექსპერტიზა იკვლევს: ჩანაწერებში არსებული ცვლილებების ფაქტის დადგენას (ამოშლა, მიწერა, ცალკეული ელემენტების მიხატვა); ჩანაწერებში ცვლილების არსებობის შემთხვევაში თავდაპირველი ჩანაწერის აღდგენას; ქიმიურად დამუშავებული და გარეცხილი საბუთების კვლევას; ტექნიკური საშუალებებით გაყალბებული ხელმოწერის გამოკვლევას; სურათში ცვლილების ფაქტის დადგენას; საბუთების, ბლანკების დამზადების წესის დადგენას; ბეჭდისა და შტამპის დამზადების წესის დადგენას ანაბეჭდის მიხედვით; ბეჭდისა და შტამპის ანაბეჭდების იდენტიფიკაციას; საბეჭდ მანქანაზე ნაბეჭდი ტექსტის ექსპერტიზას და იდენტიფიკაციას; პრინტერზე ამობეჭდილი ტექსტის  იდენტიფიკაციას; პოლიგრაფიულ ნაწარმზე (დოკუმენტი, აქციზური მარკა და სხვ.) არსებული დამცავი ნიშნების დადგენას; აქციზური მარკების ან/და ეტიკეტების მეორადი გამოყენების ფაქტის დადგენას; დახეული საბუთების გამოკვლევას; დამწვარი საბუთების გამოკვლევას; ფულადი ნიშნების და პასპორტების დამზადების წესის დადგენას; ურთიერთგადამკვეთი შტრიხების  დატანის  თანამიმდევრობის დადგენას; საბუთებში შეცვლილი ფურცლების ფაქტის დადგენას; საბუთის ხელნაწერი ტექსტის იდენტიფიკაციას საწერ საშუალებასთან; საბუთის ხანდაზმულობის დადგენას რეკვიზიტების მიხედვით (ბეჭდისა და შტამპის ანაბეჭდი, საბეჭდ მანქანაზე ნაბეჭდი ტექსტი); გადახაზული, საღებავით დაფარული სუსტად ხილული და უხილავი ჩანაწერების აღდგენას; საბანკო პლასტიკური ბარათების გამოკვლევას; შტრიხკოდზე არსებული ინფორმაციის წაკითხვას; ჩიპზე არსებული ინფორმაციის წაკითხვას და სხვა.

ხელწერის ექსპერტიზის ჩატარებისას ხორციელდება ისეთი სახის კვლევები, როგორიცაა, ხელნაწერი ტექსტების, ციფრობრივი ჩანაწერების, მოკლე ჩანაწერების, ხელმოწერების გამოკვლევის საფუძველზე მათი შემსრულებლის იდენტიფიკაცია, აგრეთვე უჩვეულო პირობებში შესრულებული ხელნაწერებისა და ხელმოწერების გამოკვლევა (განზრახ  ხელის  შეცვლა, სხვისი ხელის მიმსგავსებით ხელწერის შესრულება, სულიერი აღელვების, ალკოჰოლური, მძიმე ავადმყოფურ მდგომარეობაში   და მოხუცებული  ასაკის პირის მიერ შესრულებული ხელნაწერის და ხელმოწერის გამოკვლევა). მარცხენა და მარჯვენა  ხელით შესრულებული ჩანაწერების და ხელმოწერების გამოკვლევა.

საბუთების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზას ატარებენ მაღალკვალიფიციური, ევროპის სხვადასხვა წამყვან ლაბორატორიებში ტრენირებული ექსპერტები. ლაბორატორია აკრედიტირებულია ISO/IEC 17025 საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით და აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, მათ შორის  „MOTIC", „NATIONAL" 10X-40X, LEICA M 205 C მიკროსკოპებით და დანადგარებით, როგორიცაა ვიდეო სპექტრული კომპარატორი VSC4i, VSC6000HS; DocuScan; INTEGRATING REFLECTOMETER,

სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ორიენტირებულია, მომხმარებელს მაღალკვალიფიციური, ზუსტი და ობიექტური  მომსახურება შესთავაზოს.