Imageამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამის (INL) ორგანიზებით და დაფინანსებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი და რამდენიმე თანამშრომელი ლიდერობის ტრენინგს გაივლიან.

ტრენინგის კურსში აგრეთვე ჩართულები არიან საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ზედა რგოლის თანამშრომლები,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო- კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს თანამშრომლები და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები.

ტრენინგები ორ ეტაპად ტარდება - 23-24 იანვარსა და 27-28 იანვარს. ტრენინგის დასრულებისას მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

სასწავლო კურსს წარუძღვება მეცნიერებათა დოქტორი მაიკლ ერიკ სიგალი. იგი არაერთი ნაშრომისა თუ წიგნის ავტორია ლიდერობის მიმართულებით და ჩატარებული აქვს ტრენინგ კურსები მოსამართლეებისთვის და კონგრესმენებისთვის ა.შ.შ-ში.

ექსპერტიზის ეროვნული ბიურო წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდაცვით პროგრამასთან. აღსანიშნავია, რომ პროგრამის დახმარებით რეკოსნტრუქცია ჩაუტარდა ბიუროს ცენტრალურ ოფისს, სრულად აღიჭურვა დნმ ლაბორატორია და სხვადასხვა ლაბორატორიებისთვის შეძენილ იქნა უახლესი აპარატურა.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ISO/IEC 17025 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების დანერგვაში და სერტიფიკატის მიღებაში დიდი წვილილი შეიტანა ამერიკის შეერთებული შტატების ანტინარკოტიკულმა და სამართალდაცვითმა პროგრამამ (INL Program). 

INL-საქართველოს ორგანიზებით არაერთი სასწავლო კურსი ჩატარდა, როგორც ჩვენი ბიუროს თანამშრომლებისთვის, ისე სხვა უწყებების წარმოამდგენლებისთვის.