Imageლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან  მიმართულებას წარმოადგენს სასამართლო ავტოტექნიკური და სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზა. ექსპერტიზის ჩატარებისას ბიურო მსოფლიოში აპრობირებულ არაერთ მეთოდს იყენებს, მათ შორის ერთ-ერთი გავრცელებული პროგრამაა - საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმის რეკონსტრუქციის პროგრამა "PC CRASH".

 პროგრამა ბიუროში დანერგილია 2007 წლიდან,  და მუდივად ხორციელდება მისი განახლება. ექსპერტიზის ჩატარებისას ბიურო იყენებდა PC CRASH -8.0 ვერსიას. ამჟამად ბიურომ შეისყიდა პროგრამის  უახლესი 10.0 ვერსია. განახლებული ვერსიის მეშვეობით დაიხვეწა პროგრამის   ტექნიკური მახასიათებლები და  გაფართოვდა მონაცემთა ბაზა, რაც უფრო მეტად გაზრდის ექსპერტიზის ხარისხს და  მომხმარებელის მაღალკვალიფიციურ  და ეფექტურ მომსახურებას შეუწყობს ხელს. განახლებული მაჩვენებლების საშუალებით, პროგრამა ახორციელებს:

  • სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის დინამიურ მოდელირებას (2D და 3D ფორმატი);
  • სატრანსპორტო საშუალებების შეჯახების კინეტიკურ და დინამიურ  მოდელირებებს;
  • საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის რეკონსტრუირებული მექანიზმის დინამიურ გამოსახულებას სხვადასხვა კუთხით აქსონომეტრიულ პროექციაში; (3D ვიდეო რგოლი).
  • მოდელირებას გზის საფარის სხვადასხვა ჩაჭიდების კოეფიციენტებისა და სხვადასხვა დახრილობის მქომე მონაკვეთების არსებობისას.

პროგრამის მთავარ ღირსებას წარმოადგენს შესაძლებლობა განსაზღვროს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის სიჩქარეები შეჯახების წინ, იმ შემთხვევაში თუ ცნობილია:

-         სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლები (მარკა, მოდელი, ტიპი, გამოშვების წელი);

-         ტექნიკური მდგომარეობა და დატვირთვა (მგზავრების რაოდენობა, ტვირთის წონა);

-         სატრანსპორტო საშუალებებზე არსებული დაზიანებების ხასიათი, დამზიანებელი ძალების მოქმედების მიმართულებები;

-         შეჯახების კუთხე (მაქსიმალური სიზუსტით);

-         შეჯახების მომენტში სატრანსპორტო საშუალებების ურთიერთგანლაგება;

-         შემთხვევის ადგილზე გზის კონტურების ზუსტი სქემა;

-         გზის ზედაპირის რელიეფი და საფარის მდგომარეობა;